მეტყველების ბარათები "გარეული ცხოველები"
გადახდის მეთოდები
მარია მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შედგენილი ეს რეალისტური ბარათები, ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ეხმარება ისწავლოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული სიტყვები, ფორმები და გამოსახულებები. ერთ ბარათზე გამოსახულია მხოლოდ ერთი - რეალური გამოსახულება, რაც იპყრობს ბავშვის ყურადღებას, მის ტვინს კი უადვილდება ასეთი სახით ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება. როდესაც ბავშვს აღუწერთ თითო ბარათს და ესაუბრებით ამ თემის ირგვლივ ( ხილი, ცხოველები, ემოციები, პროფესიები და ა.შ.) - აქტიურდება სმენა, ვითარდება ყურადღება, ხდება მეტყველების სტიმულაცია, სიტყვების მარაგის დარგოვება. მშობელს შეუძლია ამ ბარათებით სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობა გააკეთოს ბავშვთან ერთად - რაც დეტალურად აღწერილია ნაკრების თანდართულ ინსტრუქციაში.