ჯანჯაფილის ეფექტური დიეტა და ჯანსაღი კლება წონაში


ბოლო პერიოდში ჯანჯაფილის დიეტა საკმაოდ პოპულარული გახდა. თუ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებს დავუჯერებთ, არც ტყუილუბრალოდ. მათ საბოლოოდ დაადგინეს, რომ ჯანჯაფილი ნაწლავური სიმსივნეების მტერია.

ჯანჯაფილი საუკუნეების განმავლობაში  ათეროსკლეროზის, წყლულის, შეხორცების პროცესისა და ანთების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი  15 ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 2 გრამი ჯანჯაფილის ფესვის ფხვნილს იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყოველ მათგანს სისხლის მიმოქცევა გაუუმჯობესდა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები მოუგვარდა.

ჯანჯაფილის ჩაი კი დიეტური სასმელია და ის ადამიანს სწრაფად და ჯანსაღად გახდომაში უწყობს ხელს. ჩაი ასე მზადდება:

50 გრამი ჯანჯაფილის ფესვები თხელ ნაჭრებად დაჭერით და დაასხით 1 ლიტრი წყალი, მაღალ ცეცხლზე წამოადუღეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 15 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ.

კიდევ უფრო სწრაფი შედეგისთვის: 50 გრამი ჯანჯაფილი ქაფქაფა წყლიან თერმოსში ჩაყარეთ (წვრილად დაჭრილი) დაამატეთ 2-3 კბილი დასერილი ნიორი და გააჩერეთ 15-20 წუთი, გადაწურეთ და სვით მთელი დღე.

მესამე რეცეპტი: 50 გრამი დაჭრილი  ჯანჯაფილის ფესვები ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 20 წუთი. დაამატეთ ცოტა ასკილი და კვლავ წამოადუღეთ. ამ რეცეპტით მომზადებული ჩაი გახდომასთან ერთად, გინეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

გაფრთხილება!!!

ჯანჯაფილის ჩაის მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ამიტომ ნუ დალევთ მას დაძნებამდე. ასევე ნუ მიიღებთ ჯანჯაფილს, თუ გამწვავებული გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული. კოჭა ათხელებს სისხლს და პრობლების შემთხვევაში აძლიერებს სისხლდენას.  არ არის რეკომენდირებული  ორსულებისა და მეძუძურებისთვის!


check_out_the_new_diet_eat_stop_eat_471_x

ჩეხური დიეტა, რომლითაც კვირაში 5 კგ-ს დაიკლებთ

 9 months ago

1889624_10203158457021089_900358151_o

- 10 კილოგრამი

 8 months ago