ჯანსაღი სოუსი, რომელიც მაიონეზს თამამად ჩაგინაცვლებთ

4

მაიონეზის ავკარგიანობაზე უკვე უამრავი ადამიანი საუბრობს. მათთვის კი, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესით სურს ცხოვრება ჩვენ შესანიშნავ ალტერნატივას გთავაზობთ იმისათვის, რომ თქვენი სალათა ბევრად უფრო ჯანმრთელი და გემრიელი იყოს. ეცადეთ მაიონეზის მოხმარება დღითიდღე ნელ-ნელა შეამციროთ, რადგან ის უამრავ კონცენტრანტსა თუ მავნე ნივთიერებას შეიცავს.მაშ ასე, ავიღოთ უმარტივესი სოუსის  რეცეპტი.

შევურიოთ ერთი-ერთზე ზეითუნის ზეთი და ჩვეულებრივი ზეთი. ეს ერთი მხრივ ზეითუნის ზეთის ეკონომიისთვის, თანაც ზეთის შერევა ქოლესტერინს ამცირებს და კარგია. დოზები შეგიძლიათ სურვილისამებ აბალანსოთ. ჩვენ გთავაზობთ ყველაზე პროპორციულს.

ორი სუფრის კოვზი ზეითუნი და ორიც მზესუმზირა. ჩავუმატოთ ძმარი, ნახევარი ჩაის კოვზი. ჩავუმატოთ 1 ჩაის კოვზით მდოგვი. ჩვენებური მდგოვი ძალიან მწარეა, ამიტომ ეცადეთ ნაკლებად ცხარე გამოიყენოთ. მოვაყაროთ  მარილი და ავთქვიფოთ. შეგიძლიათ ეს ჭიქის პატარა მიქსერითაც გააკეთოთ,  მისი არქონის შემთხვევაში კი უბრალოდ ქილაში ჩაასხათ და შეანჯღრიოთ. თუ ხვდებით, რომ სოუსის მომზადება ყოველ დღე გეზარებათ ან დრო არ გაქვთ, გააკეთეთ ის უფრო მეტი ოდენობით ისე, რომ რამდენიმე დღის მანძილზე თაივუსფლად გეყოთ. შეინახეთ მაცივარში.

მოასხით ნებისმიერ სალათს, გემრიელად მიირთვით!!!