ფორთოხლის ცუკატები


გთავაზობთ ფორთოხლის ცუკატების რეცეპტს.

ინგრედიენტები:

1 კგ. ფორთოხალი
1 ½ კგ. შაქარი
მარილი

მომზადების წესი:

ფორთოხალს მოაცილეთ კანი და თეთრი რბილობი. კანი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით.

აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ჩაყარეთ ფორთოხლის კანის ნაჭრები და ადუღეთ 2-3 წუთის განმავლობაში.

ანადუღარი წყალი გადაღვარეთ და ფორთოხლის კანის ნაჭრებს ცივი წყალი დაასხით. კვლავ დაუმატეთ მწიკვი მარილი და ადუღეთ ისევ 2 წუთის განმავლობაში. ეს პროცესი 4-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

აიღეთ პატარა ქვაბი, ჩაყარეთ შაქარი, დაუმატეთ 3 ჭიქა წყალი და შედგით დაბალ ცეცხლზე. შაქრის გახსნის შემდეგ მასას დაუმატეთ ფორთოხლის კანის ნაჭრები და ადუღეთ 40-45 წუთი.

მზა ცუკატები ჩანგლით ამოიღე და დაალაგეთ საშრობზე. კარგად გაშრობის შემდეგ შეინახეთ შუშის ქილაში.

გემრიელად მიირთვით.

 

66

არაჟნის სოუსის რეცეპტი

 8 months ago

CreamCheesePoundCake1

ელვის პრესლის საყვარელი უგემრიელესი ბისკვიტი (რეცეპტი)

 8 months ago