სექსი მენსტრუაციის დროს- რისკები და სარგებელი

0

ადამიანები მუდმივად ცდილობენ მენსტრულურ პერიოდში სქესობრივი კავშირისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ, თუმცა ეს ყოველთვის არ არის საჭირო და აუცილებელი. ცხადია პროცესში სისხლი თავისებურ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ეს ორგანიზმისთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს. გთავაზობთ მენსტრუაციის დროს სექსუალური ურთიერთობის დადებით და უარყოფით მხარეებს.

დადებითი მხარეები- სექსს მენსტრუაციის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალბატონებისთვის ციკლის პირველ დღეებში, რადგან ამ დროს ორგანიზმში ძალიან დიდი ჰორმონალური ცვლილებები ხდება. ბევრი ქალი აცხადებს, რომ ციკლი უფრო მალე სრულდება იმ შემთხვევაში, თუ მათ პარტნიორთან ურთიერთობა  ექნებათ, ეს ალბათ იმიტომ, რომ ორგაზმის დროს ხდება კუნთების დასპაზმვა რის შედეგადაც სისხლის ნაკადი სხეულიდან უფრო სწრაფად მოედინება, ვიდრე ჩვეულებრივ. გარდა ამისა, ჰორმონები, რომელსაც სექსის დროს სხეული გამოყოფს ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს, დეპრესიას, გაღიზიანებას. ასე რომ, ეცადეთ ციკლის დროს სექსზე უარი ხშირად არ თქვათ და იცოდეთ, რომ მას დადებით მხარეებიც აქვს.

უარყოფითი თვისებები და რისკები- თუ ქალბატონს რაიმე ჰორმონალური დარღვევა არ აქვს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაორსულდეს, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს სქესობრივი კავშირისას. თუ თქვენ შვილის გაჩენა არ გსურთ  და ამისათვის მზად არ ხართ, ასეთ დროს სექსის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო  აბები. ამბობენ, რომ ციკლის დროს ჩასახვის რისკები მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ამიტომ თავის დაცვაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ.

ციკლის დროს სექსისას ასევე იმატებს ენდომეტრიოზისა და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების რისკები, რადგან მენსტრუაციის დროს საკმაოდ ფართოვდება საშვილოსნო, შესაბამისად ბაქტერიებსა და ვირუსებს მწვანე შუქი ენთებათ. თანაც ამ დროს ქალის საშო ნაკლებად შეიცავს ქიმიურ მჟავა ნივთიერებებს და იქ ვირუსული ინფექციების რისკები მნიშვნელოვნად იზრდება. გაფრთხილება- აუცილებლად დაიცავით თავი სქესობრივი ურთიერთობებისას და განსაკუთრებით მენსტრუალური ციკლის დროს.  და გახსოვდე, ყველაზე კარგი საშუალებაა  ასეთ დროს აბაზანის ქვეშ დაკავდეთ სექსუალური ურთიერთობით.

670px-Have-Sex-During-Your-Period-Step-3