საუკეთესო საახალწლო ფილმები – შეიქმენით საახალწლო განწყობა!

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად შეხვდებით სტატუსებს, რომელშიც მეგობარი ფილმებისთვის რეკომენდაციის გაწევას გთხოვთ. ახალი წელი ახლოვდება და მალე ასეთი სტატუსები კიდევ უფრო გახშირდება. გთავაზობთ საახალწლო თემატიკის საუკეთესო ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენც და თქვენს მეგობრებსაც, საღამოების გალამაზებასა და მათთვის საახალწლო იერის შეძენაში დაგეხმარებათ.

1. „შვებულება გაცვლით“  - The Holiday

ფილმი ეკრანებზე 2006 წელს გამოვიდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. სურათში მტავარ როლს კამერონ დიასი, ქეით უინსლეტი, ჯუდ ლოუ და ჯეკ ბლეკი ასრულებენ. სიუჟეტი ორი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სიყვარულში არ გაუმართლათ და ცხოვრებაში სიახლის შეტანის მიზნით, ინტერნეტის საშუალებით საახალწლოდ სახლებს გაცვლიან. ამანდა (კამერონ დიასი) ლოს ანჯელესში, მდიდრულ სახლშიც, აირისი (ქეით უისლეტი) კი ბრიტანეთში, ზღაპრულ პატარა კოტეჯში ცხოვრობს. სახლების გაცვლის შემდეგ კი ორივე მათგანი ნამდილ სიყვარულს იპოვის.

2. მარტო სახლში – Home Alone 

ფილმი, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია! მაკალისტერების დიდი ოჯახი საშობაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება და გამგზავრების წინ დიდ არეულობაში, ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე პატარა წევრი, კევინი ავიწყდებათ. შინ მარტო დარჩენილ პატარა კევინს, რომლის როლს მაკოლეი კალკინი ასრულებს, ორ ზრდასრულ მძარცველთან გამკლავება უწევს. არანაკლებ სახალისოა ფილმის მეორე ნაწილი.

3. ბედის ირონია, ანუ გაამოთ – Ирония судьбы, или С легким паром!

ფილმი რომელიც სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, ეკრანებზე ჯერ კიდევ 1975 წელს გამოვიდა, თუმცა დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სურათში მთავარ როლებს ანდრეი მიაგკოვი და ბარბარა ბრილსკა ასრულებენ. მეგობრები საახალწლოდ ტგრადიციულად აბანოში მიდიან და თვრებიან. ერთ-ერთი მათგანი ჟენია კი შეცდომით ლენინგრადში გაემგზავრება. ნასვამი ჟენია ვერ აცნობიერებს, რომ სხვა ქალაქშიდა და ტაქსის მძღოლს სახლის მისამართს ეუბნება. აღმოჩნდა, რომ ლენინგრადშიც არის იგივე დასახელების ქუჩა და იგივე ბინა. ჟენია მისი სახლის მსგავს, თუმცა სხვის ბინაში აღმოცნდება, სადაცცხოვრობს ულამაზესი ქალი…

4. რეალური სიყვარული – Love Actually

2003 წელს გამოსულ ფილმში ყველასთვი საყვარელი მსახიობები, ჰიუ გრანტი, კოლინ ფერტი, რორი მაქგრეგორი და სხვ. თამაშობენ. ფილმის სიყვარულის რამდენიმე ისტორიაზე მოგვითხრობს.

5. ნეილონის ნაძვის ხე

ეს ქართული ფილმი ეკრანებზე 1985 წელს გამოვიდა. მასში რუსლან მიქაბერიძე, გურამ პეტრიაშვილი, სოფიკო გორგაძე, კოტე ჭანტურიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ა. ჯვარელი, დავით დვალიშვილი, შალვა ხერხეულიძე, ზურაბ ქაფიანიძე, ნაზი კეჭაყმაძე, მანანა გამცემლიძე, ირინა კალინოვსკაია, ედიშერ მაღალაშვილი, გოვენ ჭეიშვილი, მანუჩარ შერვაშიძე და ლერი ზარდიაშვილი მონაწილეობენ.

ფილმი ახალი წლის დადგომამდე, ერთ ავტობუსში განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. ავტობუსის მგზავრებს საერთო არაფერი აქვთ. ყველა მათგანი ყოფით პრობლემებზე ფიქრობს და ყველას სურს დანიშნულების ადგილს მალე მიაღწიოს.

f422

6. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა – How the Grinch Stole Christmas

ყველასთვის საყვარელი ფილმი ეკრანებზე 2000 წელს გამოვიდა. სურათი ყველასგან განმარტოვებით მცხოვრები გრინჩის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ძალიან არ უყვარს შობა, როდესაც მის გარდა ყველა მხიარულობს. ბოროტი მწვანე გრინჩი, გადაწყვეტს, რომ ამ დღესასწაულოს ბოლო მოუღოს და მის მოპარვას განიზრახავს.

7. სანამ შენ გეძინა – While You Were Sleeping

ფილმი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. მასში მთავარ როლს სანდრა ბულოკი ასრულებს. ის მორცხვ ლუსის ანსახიერბეს, რომელსაც ძალიან შეუყვარდება უცნობი მამაკაცი, რომელსაც ყოველ დღე, სამსახურში ხედავს. ლუსი შემთხვევით მას სიკდვილისგან იხსნის. მამაკაცი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში აღმოჩნდება, მისი ოჯახის წევრბეს კი სანდრას პერსონაჟი, პიტერის საცოლე ჰგონიათ.

8. ჩემი ბიჭუნა – About a Boy

2002 წლის ამაღელვებელი ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ყველასთვის საყვარელი ჰიუ გრანტი ასრულებს. ის 40 წლის უდარდელ მამაკაცს ასახირებეს, რომელიც არასდროს ყოფილა დაოჯახებული და არც მუდმივი სამსახური ჰქონია. ჰიუს გმირი უილი, მარტოხელა მშობლების შეკრებებზე იწყებს სიარულს, სადაც იტყუება, რომ ბიჭის მამაა. ერთხელაც ის ერთ-ერთი მარტოხელა ქალის შვილს, 12 წლის მარკუსს გაიცნობს. ბავშვი და მამაკაცი ერთმანეთს უმეგობრებიდან.

9. ახალი წლის ღამე – New Years Eve

2011 წლის ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ახალ წელს ადამიანის ცხოვრება. ფილმი რამდენიმე ადამიანის ისტორიაზენ მოგვითხრობს.

10. ძიძა საშობაოდ – A Nanny for Christmas

მხიარული ფილმი, რომელიც სარეკლამო განყოფილების უფროსის შესახებ მოგვითხრობს. სხვადასხვა მიზეზების გამო, მას კონკურენტი კომპანიის უფროსთან, ძიძად მუშაობის დაწყება უწევს. ფილმი 2010 წელს გამოვიდა და დიდი წარმატება ხვდა წილად.

kinopoisk.ru

Forbes – 2013 წლის ყველაზე წარუმატებელი ფილმები

 9 months ago

the-amazing-spider-man-2-banner

”Spider Man”-ის ახალი ნაწილი სავარაუდოდ მაისში გამოვა

 9 months ago