რა სარგებლობა მოაქვს ჯინჯერს და როგორ უნდა გამოიყენოთ ის

ჯინჯერი ეს ერთი შეხედვით უშნო პროდუქტი ორგანიზმისთვის ძალიან ბევრ დადებით თვისებას შეიცავს  ამისათვის კი აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ როგორ გამოიყენოთ ის. საქართველოში ჯინჯერი ბოლო ხანს გახდა საოცრად აქტუალური, მისი შეძენა მსხვილ სუპერ და ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი. მისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენს, ნიღაბს, ჩაის და ა.შ. ცნობილია, რომ ამცირებს ანთებით პროცესს, გულისრევას, წნევის ცვალებადობასა და ა.შ. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს:

ჭამა- ჯინჯერი შესანიშნავი საშუალებაა ოსტეოართრიტისა და რევმატიზმის წინააღმდეგ. თქვენი კვების ყოველდღიურ რაციონს დამატეთ 1/4 ჯინჯერი, ის ნებისმიერ კერძს უხდება. ჯინჯერის ჭამას ასევე შეუძლია სხეული გაანთავისუფლოს არტერიული ჰიპერტენზიისგან და მოძრაობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისგან. ეცადეთ მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რადგან ზუსტად იცოდეთ რა დოზით მიღებაა თქვენი სხეულისთვის ნებადართული.

დალევა- დაიწყეთ დილა ჯინჯერის ჩაით. დაჭერით ის თხელ ნაჭრებად და ასეთ რამდენიმე ნაჭერს დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ სურნელი, არომატი და სასარგებლო თვისებები ბოლომდე გამოუვიდეს.

წასმა- ჯინჯერის სხეულს ანიჭებს სითბოს შეგრძნებას, აუმჯობესებს ცირკულაციის პროცესს, ამცირებს სახსრების ტკივილს და ასვენებს  კუნთოვან ქსოვილს, შესანიშნავია მისი წასმა მასაჟური მოძრაობებით. ანტიოქსიდანტები, რომელსაც ჯინჯერი შეიცავს აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას, იცავენ მას დაბერებისა და დანაოჭებისგან. ჩაამატეთ ნებისმიერი სახის ზეთს ჯინჯერის ზეთის რამდენიმე წვეთი და წაისვით პრობლემურ ადგილებში. კარგი იქნება თუ მას აბაზანის მიღების შემდგომ მთელ სხეულზე გამოიყენებთ.

აღსანიშნავია, რომ ჯინჯერი ეფექტური საშუალებაა წონაში დასაკლებადაც. მიირთვით მისი ნაყენი, ის წვავს ცხიმებს, გამოყავს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები. თანაც დაკარგული კილოგრამებს დიდხანს შეინარჩუნებთ.

 

 

Tear of Gratitude

რა დადებითი მხარეები აქვს ტირილს

 11 months ago

germs

საკვები პროდუქტები- ბუნებრივი ანტიბიოტიკები

 11 months ago