მოამზადეთ მაიონეზი სახლში (რეცეპტი)

სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული მაიონეზის უარყოფით თვისებებზე არავინ დაობს. ყოველდრიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება მათი შემცველობით და დგინდება, რომ ის ორგანიზმისთვის საშიშ კონცენტრატებსა და სხვადასხვა ნივთიერებებს შეიცავს. სხვნაირად როგორ შეიძლება ჯანსაღი პროდუქტის გამოყენება ასე დიდხანს შეიძლებოდეს. თანაც ის ძალიან კალორიულია. სწორედ იმიტომ, რომ თქვენი კვება უფრო ჯანსაღი გავხადოთ გთავაზობთ მაიონეზის სახლის პირობებში მოსამზადებელ მარტივ რეცეპტს, რომელიც ბევრად უფრო ჯანსაღი და უსაფრთხოა. მაშ ასე…

ინგრედიენტები:

3 კვერცხის გული

200 მლ ზეთი (მზესუმზირის, ზეითუნის,სიმინდის…   შესაძლებელია მათი ნარევიც)

1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივიც)

1 ს.კ ლიმონის წვენი

მარილი

სურვილის მიხედვით შესაძლოა დაემატოს პილპილი, ნიორი, რაიმე სუნელი ან არომატული მცენარე.

მომზადების წესი:

კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, მარილი  და მდოგვი მოვათავსოთ თასში ან ბლენდერის ჭიქაში და ავთქვიფოთ. დავიწყოთ ზეთის ჩასხმა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად, თქვეფის შეუჩერებლად.  როცა გასქელებას დაიწყებს, შეგვიძლია ზეთის დოზებიც გავზარდოთ. მასა საკმაოდ სქელი  გამოდის,  ამიტომ  თუ უფრო თხელი გსურთ , ზეთი უნდა დაამატოთ.  ძალიან გემრიელია , თუმცა მაინც მეტისმეტად ცხიმიანია და გამოყენებისას ზომიერება აუცილებლად უნდა დაიცვათ. დაამატეთ  მარილი, პილპილი, ნიორი გემოვნებით. ინახება მაცივარში, მინის ქილაში, 4-5 დღემდე.

maionezi

 

თუ შედარებით ნაკლებ ცხიმიანი მაიონეზი გსურთ გამოგივიდეთ, ნახევარი ზეთის დამატების შემდეგ შეცვალეთ ის იგივე ტემპერატურის წყლით. ოდნავ თხელ მასას მიიღებთ, მაგრამ შედარებით ნაკლებკალორიულსა და ძალიან გემრიელს.

maoin-1024x682

 

წყარო: ratatui.me

1354624026-cezari

სალათა ”ცეზარი”- ისტორიითა და შესანიშნავი რეცეპტით

 12 months ago

crispy-chicken-breasts-0-c2

ქათმის გულმკერდის (ფილეს)მომზადების შესანიშნავი და ახალი ვარიაცია (ფოტოებით)

 12 months ago