მაწვნის ძალიან ეფექტური დიეტა

მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, აწესრიგებს საჭმლის მონელებას და ბევრ პათოლოგიურ მდგომარეობას უხდება, თუ წონაში დაკლება გაქვთ გადაწყვეტილი, ამაში მაწვნის დიეტა შესანიშნავად დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დრიური რაციონის 1800-1200-კკალ-მდე შემცირება. ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი, იზღუდება ცხიმებიც. მათ ნაცვლად შეგიძლიათ მიირთვათ ხორცი, თევზი, რძე და რძის ნაწარმი, სასურველია უცხიმო. არ იზღუდება ხილი და ბოსტნეული, თამამად მიირთვით სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი, კენკრა.

წყლის რაოდენობა დღე-ღამეში 1.5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს, ამაში შედის 1ლ. მაწონი, რომელიც პერიოდულად შეგიძლიათ შეცვალოთ კეფირით ან იოგურტით. დანარჩენ წყალს სხვა საკვებიდან იღებთ: ხილი და ბოსტნეული 80-90% წყალს შეიცავს, ხორცი და თევზი- 70-80%, მოხარშული ძეხვი- 60-70%, მარილი უნდა მიიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა (1ჩ/კ.), უმჯობესია მოაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. სასურველია მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.

ვარიანტი I:

საუზმე- ერთი ჭიქა მაწონი, გახუხული პური

მეორე საუზმე- 2 ვაშლი, ერთი ჭიქა მაწონი

სადილი- ბოსტნეულის სალათა, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო

სამხარი- ერთი ჭიქა მაწონი

ვახშამი- ყველის ნაჭერი, ერთი ცალი ვაშლი

ძილის წინ- ერთი ჭიქა მაწონი ან რძე

ვარიანტი  II:

საუზმე- ერთი ჭიქა მაწონი

მეორე საუზმე- ერთი ჭიქა ხილის წვენი

სადილი- ერთი ნაჭერი მოხარშული თევზი

სამხარი- ხილი, უმჯობესია ერთი ცალი ვაშლი

ვახშამი- ერთი ცალი შემწვარი სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი

ძილის წინ- ერთი ჭიქა მაწონი

აირციეთ დიეტის ის ტიპი, რომლის დაცვასაც შეძლებთ ან რომელიც შედარები გაგიადვილდებათ. დიეტის სრული კურსის ხაგრძლივობა 21 დღეა. შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ.

 

vTdbp

ნანუკა ჟორჟოლიანის დიეტა

 12 months ago

mecn

მეცნიერებმა ყველაზე ეფექტური და სასარგებლო დიეტა დაასახელეს!!!

 11 months ago