მადისაღმძვრელი ოსტრი (რეცეპტი)

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი – 800 გრ;
ხახვი – 3 თავი;
პამიდორი – 600 გრ;
ნიორი – 4 კბილი;
ოხრახუში – 1 კონა;
ქინძი – მარცვლებად;
ცხარე წიწაკა – სურვილისამებრ;
მჟავე კიტრი – 1 ცალი (სურვილისამებრ);
კარაქი, ან ზეთი – 20-30 გრ;
მარილი, დაფნის ფოთოლი (1 ცალი) – გემოვნებით.

ინვენტარი – ფართე ტაფა, საჭრელი დაფა;
მომზადების დრო – 1 საათი დაახლოებით (დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე).
მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა კუბებად;
გაახურეთ ტაფა და დაყარეთ ხორცი, დაფნაც, დაახურეთ თავზე და ითუშოს. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაინც მაგარია , დრო და დრო დაამატეთ წყალი ;

როცა თითქმის მზად იქნება ხორცი – გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში;
ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;
პარალელურად გაფცქვენით პომიდორი  და დააქუცმაცეთ, სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პომიდვრები გამოიყენოთ;
როცა ხორცი შეიბრაწება – დაასხით პომიდორი და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. მიღებული მასა ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით.

ბოლოს, დაახლოებით პომიდვრის  დამატებიდან 15 წუთში, თუ ხორცი უკვე დარბილებულია. გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოურიეთ. სულ ბოლოს მოაყარეთ მწვანილიც (ცოტა გადაინახეთ), მოურიეთ;
სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გადანახული ხახვი და მწვანილი.

სისქე შეგიძლიათ თავად არეგულიროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის ოდნავ წვნიანი აუცილებლად უნდა იყოს. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი სახით. გარნირად ძალიან უხდება ბრინჯი.

გემრიელად მიირვით !!!

xorcis_ostri_brinjit

 

lulya-kebab-iz-govyadiny-2

მოამზადეთ უგემრიელესი ქაბაბი

 11 months ago

013cfaa87ef6acd803f03b76dee3522e

ტოლმა ვაზის ფოთოლში (ძალიან მაგარი რეცეპტი)

 11 months ago