დაფნის ფოთოლი წონაში დასაკლებად

დაფნის ფოთლის ნახარში ძველი ხალხური რეცეპტია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი  პრობლემის  დროს გამოიყენება. ეს უპრობლემო მცენარეა, რომელიც ორსულობის დროსაც კი გამოიყენება. ცნობილია, რომ ის შესანიშნავად წმენდს სახსრებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ბოლო დროს დაფნა გამოიყენება, როგორც გახდომის საკმაოდ ეფექტური საშუალება. ის საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ კალორიები და წონა. მისი საიდუმლო ალბათ ის არის, რომ ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები, შლაკები, გამოირჩევა შარდმდენი ეფექტით და სხეულს ზედმეტი სითხისგან ათავისუფლებს. თუმცა სწორედ ამ თვისებების გამო მასთან საკმაო სიფრთხილეა საჭირო.

გთავაზობთ რეცეპტს თუ რა ფორმით გამოიყენოთ დაფნის ფოთლები წონაში დასაკლებად:

300 მლ. წყალში ჩაყარეთ 3 ცალი დაფნის ფოთოლი და 5 წუთის მანძილზე ადუღეთ, 4 საათის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ და ჭამამდე 10 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში.

არსებობს კიდევ ერთი რეცეპტი:

ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში ჩაყარეთ დაფნის 30 ფოთოლი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, გააჩერეთ მთელი ღამის მანძილზე. სამი დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით სვით. ის დაგეხმარებათ გაისუფთავოთ მთელი ორგანიზმი. ამ დროს უარი თქვით ალკოჰოლზე, იკვებეთ ჯანმრთელად- უმეტესად ხილითა და ბოსტნეულით.

გისურვებთ წარმატებებს!!!

bbaf3d468b3e

სპა სახლის პირობებში

 9 months ago

12210901_5029

წონაში კლების შემდეგ: როგორ შევინარჩუნოთ დაჭიმული და გლუვი კანი

 9 months ago